გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
წმიდა სამების საკათედრო ტაძარი
წმ. სამების საკათედრო ტაძარი · Mostafameraji · CC BY-SA 4.0 · Commons
ტაძრები და მონასტრები · საქართველოს ეკლესია-მონასტრები

წმიდა სამების საკათედრო ტაძარი

≈ 1 წთ

სამების საკათედრო ტაძარი ელიას გორაზე, ავლაბარში დგას. აშენდა 1996-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.

ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა — საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 და ქრისტეს შობის 2000 წლისთავის აღსანიშნავად. იმავე წლის მაისში პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი; პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა მშენებლობა ექვსი წლით დააყოვნა — საძირკველი მხოლოდ 1996 წლის 3 მარტს ჩაიყარა.

ტაძარი საქართველოში სიმაღლით მეორეა და ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მოჩანს; შობისა და აღდგომის ღამის მსახურება აქ აღესრულება.

მარშრუტიწმიდა სამების საკათედრო ტაძარირუკაზე გახსნა და გზის დაგეგმვა

სულიერი ლიტერატურა — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →