გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ქაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესია
ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია · Andrew Milligan sumo · CC BY 2.0 · Commons
ტაძრები და მონასტრები · საქართველოს ეკლესია-მონასტრები

ქაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესია

≈ 1 წთ

ქაშვეთის დღევანდელი ეკლესია 1904-1910 წლებში აშენდა ძველი ეკლესიის ადგილზე, რუსთაველის გამზირზე.

სახელი გადმოცემას უკავშირდება. VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამათაგანმა დავითმა სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია და მოწაფე ლუკიანესთან ერთად ქალაქის დასავლეთით, მთის ფერდობზე ქვაბულში დასახლდა; ხუთშაბათობით ქალაქში ჩამოდიოდა საქადაგებლად.

მაზდეანებმა, რომელთაც აშფოთებდა მამა დავითის სიყვარული ხალხში, მოისყიდეს ფეხმძიმე ქალი და მან სახალხოდ სიძვის ცოდვაში დასდო წმიდანს ბრალი. მამა დავითმა კვერთხი შეახო ორსულის მუცელს და იკითხა — ვინ არის შენი მამა? ყველასთვის მოულოდნელად მუცლიდან ხმა მოისმა: „მამა მჭედელიაო“.

ერთი ვერსიით, ცილისმწამებელი ქალი იქვე ჩაქოლეს — ქვათა შუა, საიდანაც „ქვათაშუეთი“, „ქაშუეთი“ წარმოდგა; მეორეთი — ბავშვის ნაცვლად ქვა შვა, საიდანაც „ქვაშვეთი“. ამის შემდეგ მამა დავითი თბილისიდან გარეჯის მრავალმთას გაემართა.

მარშრუტიქაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიარუკაზე გახსნა და გზის დაგეგმვა

სულიერი ლიტერატურა — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →