გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ანჩისხატის ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანების ეკლესია
ანჩისხატის ბაზილიკა · Kober · CC BY-SA 4.0 · Commons
ტაძრები და მონასტრები · საქართველოს ეკლესია-მონასტრები

ანჩისხატის ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანების ეკლესია

≈ 1 წთ

ანჩისხატი თბილისის უძველესი შემორჩენილი ეკლესიაა — სამნავიანი ბაზილიკა იოანე შავთელის ქუჩაზე. ცნობილია აგრეთვე მარიამწმიდისა და ზარის ეკლესიის სახელით.

თავდაპირველი, თლილი ქვით ნაშენი კედლების ქვედა ნაწილი და სამხრეთ კედელთან დაცული სანათლავის ნაშთი VI საუკუნისაა. კედლების ზედა ნაწილები, ყველა შიგნითა ბოძი, კამარები, თაღები და კარნიზები აგურისაა — XVII საუკუნის აღდგენისა. მიუხედავად გვიანდელი განახლებისა, ეკლესიამ ძირითადად შეინარჩუნა პირვანდელი არქიტექტურული კომპოზიცია.

იმავე აღდგენისას თავდაპირველი სამი წყვილი ჯვრისებრი ბურჯი ორი წყვილი მრგვალი ბურჯით შეცვალეს.

სახელი ხატისგან მოდის: აქ იყო ჩამობრძანებული ანჩის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც კლარჯეთის ანჩის საეპისკოპოსოდან თბილისს გადმოასვენეს.

მარშრუტიანჩისხატის ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანების ეკლესიარუკაზე გახსნა და გზის დაგეგმვა

სულიერი ლიტერატურა — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →