გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
უკან
ხის ხატებიშეკვეთით

წმინდა ელესა კითირელი, ბიზანტიური ხატი

42 ₾მიწოდება ფასშია
ზომა
ამ ნივთს შეკვეთით ჩამოვიტანთ

ადგილზე არ გვაქვს — თქვენი შეკვეთის შემდეგ გამოვიწერთ მწარმოებლისგან (ორამა, საბერძნეთი). სავარაუდო ვადა: 2–4 კვირა. ზუსტ თარიღს შეკვეთის დადასტურებისას გეტყვით.

მიწოდება უფასოა — ჩამოტანის ღირებულება უკვე ფასშია ჩათვლილი.

პროდუქტის კოდი
CU9PLU
მწარმოებელი
ორამა · საბერძნეთი
ვადა
2–4 კვირა
  • დაცული გადახდაVisa, Mastercard, Apple Pay
  • 14 დღე დაბრუნებისთვისწესებისა და პირობების მიხედვით
  • ნამდვილი ინვოისიQR კოდით შემოწმებადი

აღწერა

ხელნაკეთი ბიზანტიური ხატი: წმინდა ელესა კითირელი.

წმინდა ელესა კითირაზე დაიბადა წარმართი მამისა და ქრისტიანი დედის ოჯახში. როცა ყმაწვილობისას დედა გარდაეცვალა, გადაწყვიტა, სახლი და მბრძანებლური მამა დაეტოვებინა და ორ მოახლესთან ერთად მთებს შეეფარა.

თუმცა მამამ ის ახალ, მოღვაწეობრივ ცხოვრებაში მიაგნო და მოსაკლავად დაედევნა. გადმოცემით, წმინდა ელესამ ღმერთს ევედრა, მთა შუაზე გაეპო და დაემალა.

სასწაული მოხდა, მაგრამ წმინდა ელესამ მამას თავი ვერ დააღწია და მან მთის მწვერვალზე თავი მოჰკვეთა. წლების შემდეგ კუნძულის ქრისტიანებმა მისი წამების ადგილას მის სახელზე ტაძარი ააშენეს.

წმინდა ელესა კითირის მფარველია, კითირელ წმინდა თეოდორესთან ერთად.

კითირელი წმინდა ელესას ტროპარი

პელოპონესის წმიდა ნაშიერი და კითირის კუნძულისა ღმრთივსულიერი პატივი გამოსჩნდი, ყოვლადქებულო ელესა, რამეთუ სჯულიერად იღუაწე ქრისტესთჳს და მამისა შენისა ჴელითა თავი მოგეკუეთა, დიდებულო მოწამეო; ევედრე ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დიდისა წყალობისა.

ხატი „წმინდა ელესა კითირელი“ ბიზანტიური ხელოვნების ზუსტი ასლია. გამოცდილი ოსტატები მას ოქროთი ბეჭდვის მეთოდით ქმნიან: ფონი 22-კარატიანი ოქროს ხატწერის ფურცლებით დეტალურად იფარება.

საბოლოო დამუშავებისას ხატი პერიმეტრზე მუქი წითლით იღებება და სპეციალური ლაქით იპრიალება, რათა ბზინვარება შეინარჩუნოს.

იგი იწარმოება ბრტყელ ან ჩაღრმავებულ ხის ფუძეზე და კედელზე დასაკიდებლად არის მორგებული.

მახასიათებლები

ხსენების დღე1 (14) აგვისტო
ხატმწერიილიას ლიაურისი

შეძენის პირობები

მსგავსი პროდუქტები

ყველა ნივთი თაროდან «ხის ხატები» →