ხელნაკეთი ბიზანტიური ხატი: წინასწარმეტყველი დანიელი.
წინასწარმეტყველი დანიელი დავითის მოდგმიდან იყო; 605 წელს (ქრისტეშობამდე) ბაბილონელებმა ის დაატყვევეს და მძევლად დაიტოვეს. მიუხედავად ამისა, დიდი განათლება მიიღო და მეფე ნაბუქოდონოსორის კარზე მრჩეველი გახდა.
წინასწარმეტყველების ნიჭით მან სახელი მოიხვეჭა და მეფის ნდობა მოიპოვა, რომელსაც წინასწარმეტყველმა დანიელმა მისი მეფობის აღსასრული აუწყა.
როცა კიროსი ბაბილონის მეფე გახდა, წინასწარმეტყველი დანიელი კარზე დარჩა, მაგრამ რადგან ღმერთს ლოცვას არ წყვეტდა, მეფემ ბრძანა, ის ლომების ხაროში ჩაეგდოთ. სასწაულით დანიელი ხაროდან უვნებლად გამოვიდა.
წინასწარმეტყველ დანიელის ტროპარი
დიდ არიან წარმატებანი სარწმუნოებისანი: წყაროსა ალისასა, ვითარცა წყალსა ზედა განსასუენებელსა, სამნი წმიდანი ყრმანი იხარებდეს, და წინაჲსწარმეტყუელი დანიელ ლომთა მწყემსად, ვითარცა ცხოვართა, გამოჩნდა. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
ხატი „წინასწარმეტყველი დანიელი“ ბიზანტიური ხელოვნების ზუსტი ასლია. გამოცდილი ოსტატები მას ოქროთი ბეჭდვის მეთოდით ქმნიან: ფონი 22-კარატიანი ოქროს ხატწერის ფურცლებით დეტალურად იფარება.
საბოლოო დამუშავებისას ხატი პერიმეტრზე მუქი წითლით იღებება და სპეციალური ლაქით იპრიალება, რათა ბზინვარება შეინარჩუნოს.
იგი იწარმოება ბრტყელ ან ჩაღრმავებულ ხის ფუძეზე და კედელზე დასაკიდებლად არის მორგებული.