10 ივლისი შაბათი
ძველი სტილით — 27 ივნისიდღეს
წმიდა გიორგი მთაწმინდელი (+1065)
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.
ხსენება — სინაქსარის მიხედვით
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- წმიდა გიორგი მთაწმინდელი (+1065)›
- მღვდელმოწამე კირიონ II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1918)›
- წმიდა მოწამე ანეკტ კესარიელი (+დაახლ. 284-305)›
- ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)›
- მართალი იოანა მენელსაცხებლე (I)›
- ღირსი სევირე ხუცესი, იტალიელი (VI)›
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 16ფსალმუნნი 109–117›
- ცისკარზე · კათიზმა 17ფსალმუნნი 118›
- მწუხრზე · კათიზმა 1ფსალმუნნი 1–8›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ადამიანის სული ამქვეყნად დინების საწინააღმდეგოდ მიმავალ გემს ჰგავს: ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და თუ ძალას არ იხმარს გზის გასაგრძელებლად, ისევ უკან წაიღებს დინება. თუკი ჩვენს ძალებს კეთილი საქმეების გასაკეთებლად არ მოვიხმართ, აუცლებლად რაიმე ცუდისკენ მივიდრიკებით: მსგავსად იმისა, თუ მდინარეში ვცურავთ, ან დინების საწინააღმდეგოდ მივიწევთ წინ, ან დინებას უკან მივყავართ.
ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან
ყველა ხატი →ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain








