წმიდა მოწამე თემისტოკლე (+251)
Это житие есть на русском языке →This life is also in English →წმიდა მოწამე თემისტოკლე ლუკიის ქალაქ მირონში ცხოვრობდა ღვთისმებრძოლი იმპერატორის, დეკიუსის (249-251) ზეობისას. თემისტოკლე მწყემსი იყო. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანმა ვინმე მართლმორწმუნე დიოსკორიდე შეიფარა სახლში, თვითონ კი მდევნელებს ჩაბარდა და საშინელი წამების შემდეგ სული უფალს შეჰვედრა (+251).



