წმიდა მოწამე ყრმა იოანე (+1652)
Это житие есть на русском языке →This life is also in English →წმიდა მოწამე ყრმა იოანე კუნძულ პათოსზე მდებარე სოფელ მარიესში დაიბადა. სიყრმეში იგი თურქებმა შეიპყრეს და მაჰმადიანობის შეურაცხყოფაში დადეს ბრალი. უსჯულოები ნეტარისგან ისლამის მიღებას მოითხოვდნენ, რაზეც მან მტკიცე უარით უპასუხა. ამისთვის ცამეტი წლის იოანეს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა კონსტანტინოპოლში, 1652 წელს.



