გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ხატი: წინასწარმეტყველი აქია (+960 წ. ქრისტეს შობამდე)
ხატი: karibche.ge
იხსენიება 12 ნოემბერი · 25 ნოემბერი ახ. სტ.

წინასწარმეტყველი აქია (+960 წ. ქრისტეს შობამდე)

წინასწარმეტყველი აქია ქალაქ სილომში დაიბადა. იგი მეფეების: სოლომონისა და იერობოამის (ქრისტეს შობამდე 1010-963 წლებში) თანამედროვე იყო. აქიამ გაუცხადა იერობოამს, რომ იგი გამეფდებოდა ისრაელის ათ შტოზე, შემდეგ კი უსჯულოებისთვის მთელი მისი გვარეულობის ამოძირკვა უწინასწარმეტყველა (3 მეფ. 14,6-16). წმიდანის ყველა წინასწართქმა ახდა. ნეტარმა აქიამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, სიბერის გამო თვალისჩინი წაერთვა, დასნეულდა, ბოლოს კი, ქრისტეს შობამდე 960 წელს, მშვიდობით მიიცვალა.

ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →