
ღირსი ნიკიტა აღმსარებელი (+დაახლ. 838)
Это житие есть на русском языке →This life is also in English →ღირსი ნიკიტა აღმსარებელი პაფლაგონიაში (მცირე აზია) დაიბადა. თავდაპირველად ბიზანტიის სამეფო კარზე წარჩინებული მდგომარეობა ეკავა, მაგრამ შემდეგ ბერად შედგა და კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ სავანეში მოსაგრეობდა. როცა ტახტზე ხატმბრძოლი თეოფილე (829-842) ავიდა, ღირსი ნიკიტა მწვალებლობის მხილებისათვის მონასტრიდან გააძევეს. უფლის რჩეული დაახლოებით 838 წელს გარდაიცვალა, სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში.



