გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ხატი: აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერაფიმე საროველისა, საკვირველთმოქმედისა (1903)
ხატი: karibche.ge
იხსენიება 19 ივლისი · 1 აგვისტო ახ. სტ.

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერაფიმე საროველისა, საკვირველთმოქმედისა (1903)

საროვოს მონსატრის დარბევა და წმ. სერაფიმეს ნეშტის გატაცება

ღირსი სერაფიმე საროველი 1754 წლის 1 ივლისს დაიბადა კურსკში. საროვის უდაბნოში მოღვაწე წმიდა მამის ნათელი უხვად ეფინებოდა მთელ რუსეთს. ანგელოზებრივ სიწმიდეს მიახლებული, განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით შემკული მამა 1833 წლის 2 იანვარს მიიცვალა. იგი პატივით მიაბარეს მიწას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.

1903 წლის 19 ივლისს, ნეტარი სერაფიმეს დაბადების დღეს, საროვში რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და სამასი ათასამდე მლოცველის თანდასწრებით აღესრულა მისი წმიდა ნაწილების საზეიმო აღმოყვანება. ისინი მათთვის წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადააბრძანეს ხალხის თაყვანსაცემად. ამ მოვლენას მრავალი ნიშ-სასწაული და კურნება ახლდა თან (უფრო ვრცლად ღირსი სერაფიმე საროველის შესახებ იხილეთ 2 იანვრის საკითხავში).

ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →