გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ხატი: ღირსი ტიტე, საკვირველთმოქმედი (IX)
ხატი: karibche.ge
იხსენიება 2 აპრილი · 15 აპრილი ახ. სტ.

ღირსი ტიტე, საკვირველთმოქმედი (IX)

ღირსი ტიტე საკვირველთმოქმედი (IX) - სიყრმიდან ბერული ცხოვრებით მოღვაწეობდა სტუდიონის მონასტერში, კონსტანტინეპოლთან ახლოს. მარხვით, წმიდა ცხოვრებით და სიმდაბლით ღირსმა ტიტემ ძმათა შორის საყოველთაო სიყვარული მოიპოვა და, მათივე თხოვნით, ხელდასხმულ იქნა პრესვიტერად, ხატმბრძოლთა ერესის მძვინვარების დროს ღირსი ტიტე მტკიცედ იცავდა წმიდა ხატთა თაყვანისცემის მართლმადიდებლურ წესს. სათნო ცხოვრებისათვის უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში.

ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →