გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ხატი: მღვდელმოწამე ირინეოს სირმელი (+304)
ხატი: Unknown author · Public domain
იხსენიება 27 მარტი · 9 აპრილი ახ. სტ.

მღვდელმოწამე ირინეოს სირმელი (+304)

მღვდელმოწამე ირინეოს სირმელი (+304) ეწამა დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს დროს.

ირინეოსი პრესვიტერი იყო. ის მეუღლესთან ერთად ქრისტიანული ღვთისმოსაობით ზრდიდა შვილებს და თავისი განათლებისა და მკაცრი ცხოვრების წესის გამო საყოველთაო პატივისცემას იმსახურებდა.

მოგვიანებით ირინეოსს ქ. სირმის (უნგრეთი) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ქრისტიანობის მხურვალე მქადაგებელი მღვდელმთავარი შეიპყრეს და კერპებისათვის მსხვერპლშეწირვა უბრძანეს. როცა უსჯულოებმა საწადელს ვერ მიაღწიეს, სასტიკად აწამეს წმიდანი. წამების მხილველნი – ირინეოსის მშობლები, ნათესავები, მეგობრები მოწამეს ევედრებოდნენ, დამორჩილებოდა ბრძანებას, მაგრამ მღვდელმთავარი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე.

ბოლოს წმიდანი მდინარის ნაპირას მიიყვანეს. წმიდა ირინეოსმა დაიჩოქა და უკანასკნელად შეავედრა უფალს სირმის ეკლესიის სამწყსო. ლოცვის შემდეგ მღვდელმთავარს თავი მოკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს.

ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →