ღირსი იოანე, დამასკელი ეპისკოპოსი, ბარსანოფად წოდებული (V)
Это житие есть на русском языке →This life is also in English →ღირსი იოანე დამასკელი, ბარსანოფად წოდებული დაიბადა პალესტინაში. იგი 18 წლის იყო, როცა მოინათლა, მცირე ხნის შემდეგ კი მონაზვნობა შეიმოსა. ასკეტ ბერს დამასკოს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი, მაგრამ განმარტოებისკენ მიდრეკილმა მამამ ფარულად დატოვა ეპარქია და ალექსანდრიას მიაშურა ბარსანოფის სახელით. იოანე ნიტრიის უდაბნოს სავანეში დამკვიდრდა: დღისით მორჩილად ემსახურებოდა ბერებს, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა. მალე წმიდა თეოდორე ნიტრიელმა მდაბალ ბერში დამასკელი ეპისკოპოსი შეიცნო, რის შემდეგაც წმიდა მამა აქაურობასაც განერიდა, ეგვიპტეში წავიდა და იქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე (V).



