გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ხატი: მოწამე პანსოფი (+249-251)
ხატი: karibche.ge
იხსენიება 15 იანვარი · 28 იანვარი ახ. სტ.

მოწამე პანსოფი (+249-251)

ღირსი მოწამე პანსოფი ალექსანდრიელი პროკონსულის ნილოსის ვაჟი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და უდაბნოს მიაშურა, სადაც 27 წელი მოსაგრეობდა. დეკიუსის დროინდელ (249-251) დევნულობისას ღირსი პანსოფი ალექსანდრიის პრეფექტს მიჰგვარეს განსასჯელად. წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე და ამხილა წარმართთა უღმერთობა, რისთვისაც სასიკვდილოდ სცემეს წკეპლებით. წმიდა მარტვილი აღესრულა დაახლოებით 249-251 წლებში.

ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →