გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · სჯულის წიგნები

ლევიანნითავი 10

20 მუხლი · ≈ 2 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1აიღეს აარონის შვილებმა - ნადაბმა და აბიჰუმ თავთავისი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რაც არ იყო მათთვის ნაბრძანები.

2გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი; დაიხოცნენ უფლის წინაშე.

3უთხრა მოსემ აარონს: ეს არის, რასაც ამბობდა უფალი: ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ერის წინაშე განვიდიდები. დადუმდა აარონი.

4მოუხმო მოსემ მიბაელს და ელცაფანს, აარონის ბიძის, ყუზიელის შვილებს, და უთხრა: მიდით და საწმიდრიდან ბანაკის გარეთ გაიტანეთ თქვენი სახლიკაცები.

5მივიდნენ და კვართიანად გაიტანეს ისინი ბანაკის გარეთ, როგორც ბრძანა მოსემ.

6უთხრა მოსემ აარონს, და მის შვილებს - ელიაზარს და ითამარს: თავს ნუ გაიშიშვლებთ და ტანისამოსს ნუ შემოიგლეჯთ, რომ არ დაიხოცოთ. რომ რისხვა არ დაატყდეს მთელს საზოგადოებას. თქვენმა ძმებმა, მთელმა ისრაელის ხალხმა იტიროს დამწვარი, რაც დასწვა უფალმა.

7ნუ მოსცილდებით სადღესასწაულო კარვის შესასვლელს, თორემ დაიხოცებით, რადგან საუფლო მირონია თქვენზე. მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ.

8ელაპარაკა უფალი აარონს და უთხრა:

9როცა სადღესასწაულო კარავში ხართ შესასვლელი, ნუ დალევთ - ნურც შენ და ნურც შენი შვილები ღვინოს და მათრობელ სასმელს, რომ არ დაიხოცოთ. ეს არის სამარადისო წესი თქვენს თაობებში.

10რომ გაირჩეს საღვთო და საერო, უწმიდური და განწმედილი,

11რომ ასწავლოთ ისრაელიანებს ყოველი წესი, რომელიც მოსეს პირით გამოაცხადა უფალმა.

12უთხრა მოსემ აარონს და მის დარჩენილ შვილებს - ელეაზარს და ითამარს: აიღეთ საძღვნო, რაც უფლის საცეცხლო მსხვერპლს გადარჩა და შეჭამეთ სამსხვერპლოს გვერდით, რადგან წმიდათა წმიდაა იგი.

15ჭამეთ იგი წმიდა ადგილზე, რადგან ეს შენი და შენი შვილების კერძია უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან, რადგან ასეა ნაბრძანები ჩემთვის. 14. შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი ჭამეთ განწმედილ ადგილზე შენც და შენმა შვილებმაც, რადგან ეს არის შენი და შენი შვილების კერძი, რომელიც ისრაელიანთაგან შეწირული სამადლობელი მსხვერპლიდან მოგეცათ. 15. აღსამართავი ბეჭი და შესარხეველი მკერდი საცეცხლო ქონთან ერთად უნდა მიიტანონ, რათა შეარხიონ უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად. ეს იყოს შენთვის და შენი შვილებისთვის სამარადისო არჩივად, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს.

16ცოდვის გამოსასყიდი თხაც მოითხოვა მოსემ და, აჰა, დაიწვა იგი. განრისხდა მოსე ელეაზარზე და ითამარზე, აარონის გადარჩენილ შვილებზე, და თქვა:

17რატომ არ შეჭამეთ ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი წმიდა ადგილზე? ეს ხომ წმიდათა წმიდაა და იმისთვის მოგეცათ, რომ გეტვირთათ საზოგადოების შეცოდება და მისთვის შენდობა გამოგეთხოვათ უფლის წინაშე?

18აჰა, არ ყოფილა შეტანილი მისი სისხლი საკურთხევლის შიგნით. თქვენ უნდა გეჭამათ იგი საკურთხეველში, როგორც მე ვბრძანე.

19უთხრა აარონმა მოსეს: დღეს შესწირეს მათ ცოდვის გამოსასყიდი და აღსავლენი მსხვერპლი უფლის წინაშე და, აჰა, რა შემემთხვა. რომ შევჭამო, ვაითუ არ მოეწონოს უფალს?

20მოისმინა მოსემ და მოეწონა.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →