გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · საკითხავი წიგნები

იგავნი სოლომონისათავი 3

35 მუხლი · ≈ 2 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩვმი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა,

2დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ.

3მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.

4წყალობას და სიკეთეს ჰპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში.

5ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას.

6შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.

7ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.

8ეს არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი ძვლებისათვის.

9პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით.

10ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები.

11უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ;

12რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს.

13ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა!

14რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი - ხალას ოქროს.

15მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას.

16მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა;

17მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა.

18იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი.

19უფალმა სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, გონიერებით გაამტკიცა ცამყარი.

20მისი გამჭრიახობით გაიხსნა უფსკრულები და ღრუბლები ცვარად იცრებიან.

21შვილო, ნუ მოიშორებ თვალიდან, არ დაკარგო განსჯის უნარი.

22ეს სიცოცხლე იქნება შენი სულისთვის და მშვენება შენი ყელისთვის.

23მაშინ უდარდელად ივლი შენს გზაზე და არ წაიფორხილებ;

24დაწვები, არაფრის შეგეშინდება; დაიძინებ, ტკბილი ძილი გექნება.

25არ შეგაკრთობს უეცარი შიში და არც სიავე ბოროტეულთაგან, როცა მოვა;

26რადგან უფალი გიდგას მხარში და მახეს არიდებს შენს ფეხს.

27ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია ამის გაკეთება:

28ნუ იტყვი შენს ახლობელს: წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანა გაქვს.

29ავს ნუ დაუპირებ შენს ახლობელს, როცა ის იმედიანად ცხოვრობს შენთან.

30ნურავის გაუმართავ დავას უმიზეზოდ, თუ ავი არ გაუკეთებია შენთვის.

31ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას,

32რადგან სიბილწეა უფლისათვის მზაკვრობა და ალალმართლებისკენაა მისი საიდუმლო თათბირი.

33უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა საცხოვრებელი კი კურთხეულია.

34გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს.

35დიდებას დაიმკვიდრებს ბრძენი ხალხი, უგუნურები კი სირცხვილს წაიღებენ.

სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი

3:34 — ამპარტავანნი და მდაბალნი

სეპტუაგინტა: „უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“; მასორეტული: „გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს“.

ახალი აღთქმა: იაკ. 4:6; 1 პეტრ. 5:5 — ორივე მოციქული სეპტუაგინტის სიტყვას იმეორებს: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“.

შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →