გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · სჯულის წიგნები

დაბადებათავი 10

32 მუხლი · ≈ 2 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა - სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ.

2იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.

3გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.

4იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი. და დოდანიმი.

5ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში.

6ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.

7ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რამა და საბექთა. რამას ძენი: შება და დადანი.

8ქუშმა შვა ნებროთი. ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე.

9ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე; ამიტომაც თქმულა, ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე.

10მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის ქვეყანაში.

11ამ ქვეყნიდან გამოვიდა აშური და ააშენა ნინევე, რეხობოთ-ქალაქი, ქალახი

12და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი.

13მიცრაიმმა შვა ლუდიმი, ყანამიმი, ლეჰაბიმი, ნაფთუხიმი,

14ფეთრუსიმი და ქასლუხიმი, რომელთაგან ფილისტიმელნი და ქაფთორელნი გამოვიდნენ.

15ქანაანმა შვა სიდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,

16იებუსეველნი, ამორეველნი, გირგაშელები,

17ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი,

18არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. მერე გაიფანტნენ ქანაანელთა ტომები.

19ქანაანელთა საზღვარი იდო სიდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე; სოდომ-გომორის, ადმას და ციბოიმის მიმართულებით ლაშაყამდე.

20ესენი არიან ქამის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.

21შეეძინა შვილები სემსაც, ყებერის ძეთა მამას, იაფეთის უფროს ძმას.

22სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.

23არამის ძენი: ყუცი, ხული და მაში.

24არფაქშადმა შვა შალახი, შალახმა შვა ყებერი.

25ყებერს შეეძინა ორი ძე; ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მის ძმას ერქვა იაკტანი.

26იაკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მანეთი, იარახი,

27ჰადორამი, უზალი, დიკლა,

28ყობალი, აბიმაელი, შება,

29ოფირი, ხავილა, იობაბი. ესენი ყველა იაკტანის ძენი არიან.

30მათი სამკვიდრებელი ვრცელდებოდა მეშადან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე.

31ესენი არიან სემის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.

32ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განშტოვდნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →