ბარუქ წინასწარმეტყველითავი 4
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1ესე წიგნი ბრძანებათა ღმრთისათა და სჯული მყოფი საუკუნომდე; ყოველნი მპყრობელნი მისნი ცხორებადმი, ხოლო დამტევებელნი მისნი მოკუდენ.
2მოიქეც, იაკობ, და მოეკიდე მას, მოგზაურობდ ბრწყინვალებისა მიმართ წინაშე ნათლისა მისისა.
3ნუ მისცემ სხვასა დიდებასა შენსა და უმჯობესთა შენთა ნათესავსა უცხოსა.
4სანატრელ ვართ, ისრაჱლ, თნებულნი ღმრთისანი, ჩუენდა უწყებულ არიან
5მინდობილობით, ერი ღმრთისაჲ, საჴსენებელი ისრაჱლისა.
6მოესყიდენით წარმართთა არა წარსაწყმედელად, განრისხებისა თქუენისათჳს ღმრთისა მიეცენით წარმართთა,
7რამეთუ განაძჳნეთ შემოქმედი თქუენი, უმსხუერპლებდით რა ეშმაკთა და არა ღმერთსა.
8ხოლო დაივიწყეთ გამომზრდელისა თქუენისა ღმრთისა საუკუნოსაჲ, შეაჭუვნეთ ხოლო აღმზრდელიცა თქუენი იერუსალჱმი,
9რამეთუ იხილა ზედმოწევნული თქუენდა რისხვაჲ ღმრთისა მიერ და თქუა: ისმინეთ ჩემი, მსხემნო სიონისანო, რამეთუ მოაწია ჩემ ზედა ღმერთმან გლოვაჲ საუკუნე.
10ხოლო ვიხილე ტყუეობაჲ ძეთა ჩემთა და ასულთა, რომელი მოჰხადა მათ ზედა საუკუნემან
11რამეთუ აღეზარდენ იგინი შუებით, ხოლო განვავლინენ ტირილისა თანა და გლოვისა.
12ნუ ვინ მომცხრებინ მე, ქურივსა და დატევებულსა მრავალთა მიერ, მოოჴრდი ცოდვათათჳს შვილთა ჩემთასა მით, რამეთუ მისდარკეს შჯულისაგან ღმრთისა.
13ხოლო სამართალნი მისნი არ გულისხმა-ყუნეს, არცა ვიდოდეს გზათა მცნებათა ღმრთისათა, არცა ალაგთა სწავლულებისა სიმართლისა მისისათა ზედა აღვიდეს.
14მოვიდედ მსხემნი სიონისანი და მოიჴსენედ ტყუეობაჲ ძეთა ჩემთა და ასულთაჲ, რომელ მოაწია მათ ზედა საუკუნემან.
15რამეთუ მოაწია მათ ზედა ნათესავი შორით, ნათესავი ურიდი და სხუაენაჲ,
16რომელთა არა ჰრცხუენა მოხუცებულისაგან, არცა ყრმაჲ შეიწყალეს და წარიყვანნეს საყუარელნი ქურივისანი, და ასულთაგან მარტოდ მოაოჴრეს.
17ხოლო მე რაჲ ძალ-მიც შეწევნად თქუენდა?
18რამეთუ მომწევნელმან თქუენ ზედა ძჳრთამან განგარინნეს თქუენ ჴელისაგან მტერთა თქუენთასა.
19ვიდოდეთ, შვილნო, ვიდოდეთ, რამეთუ მე დავშთი ოჴერი,
20ხოლო განვიძარცუე სამკაული მშჳდობისა და შევიმოსე ძაძაჲ ვედრებისა ჩემისაჲ, ვღაღადებდე საუკუნოჲსა მიმართ დღეთა შინა ჩემთა.
21მინდობილ იყვენით შვილნო, ჴმა-ყავთ ღმრთისა მიმართ და განგარინნეს თქუენ მძლავრებისაგან ჴელისა მტერთაჲსა,
22რამეთუ მე, ეგერა, ვესავ საუკუნოჲსა მიმართ მაცხოვარებასა თქუენსა და მოვიდა ჩემდა სიხარული წმიდისაგან მოწყალებასა ზედა, რომელი მოვიდეს თქუენდა მსთუად საუკუნოჲსაგან მაცხოვრისა ჩუენისა,
23რამეთუ განგავლინენ თქუენ გოდებით და ტირილით, ხოლო უკმომაგნეს თქუენ მე ღმერთმან მხიარულებით და შუებით უკუნისამდე,
24რამეთუ ვითარცა აწ იხილეს მსხემთა სიონისათა ტყუეობაჲ თქუენი, ეგრეთ იხილონ მსთუად ღმრთისამიერი მაცხოვარებაჲ თქუენი. რომელი მოვიდეს თქუენდა დიდებითა დიდითა და ბრწყინვალებითა საუკუნოჲსაჲთა.
25შვილნო, სულგრძელ ექმნენით ღმრთისა მიერ მოსრულსა თქუენ ზედა რისხვასა. გდევნა შენ მტერმან შენმან, და იხილო წარწყმედაჲ მისი მსთუად და ქედსა მისსა ზედა აღჰჴდე.
26ფუფუნეულნი ჩემნი ვიდოდეს გზათა ფიცხელთა. აღებულ იქმნეს, ვითარცა სამწყსოჲ აღტაცებული მტერისა მიერ.
27მინდობილ იყვენით, შვილნო, და ჴმობდით ღმრთისა მიმართ, რამეთუ იყოს თქუენდა მომწევნელისა მიერ ჴსენებაჲ,
28რამეთუ ვითარცა იქმნა განმგონეობა თქუენი შეცთომისათჳს ღმრთისაგან, აათწილეთ მოქცეულთა ძიება მისი,
29რამეთუ ზედამომხუმელმან თქუენდა ძჳრთამან მოაწიოს თქუენდა შუებაჲ საუკუნოჲ მაცხოვარებისა თანა თქუენისა.
30მინდობილობდ, იერუსალიმ, ნუგეშინის-გცეს შენ სახელმდებელმან შენმან,
31უბადრუკ ბოროტის-მყოფელნი შენნი და მომცხრომნი დაცემასა შენსა.
32უბადრუკ ქალაქნი, რომელთა ჰმონებდეს შვილნი შენნი, საწყალობელ შემწყნარებელი ძეთა შენთაჲ,
33რამეთუ ვითარცა განიხარა დაცემასა ზედა შენსა და განიშუა დაკუეთებასა ზედა შენსა, ეგრეთ შეჭუვნეს ოჴრებასა ზედა თჳსსა.
34და მოუსპო მას სიხარული ერმრავლობისაჲ და ზოხოაჲ მისი იყოს გლოვად,
35რამეთუ ცეცხლი მოვიდეს მის ზედა საუკუნოჲსა მიერ დღეთა გრძელთა, და დამკჳდრებულ იქმნეს ეშმაკთა მიეე მრავალ ჟამ.
36და მიიხილე აღმოსავალთა მიმართ, იერუსალჱმ, და იხილე შუებაჲ ღმრთისა მიერ მომავალი შენდა.
37აჰა, მოვლენ შვილნი შენნი, რომელნი განვავლინენ — მოვლენ კრებულად აღმოსავალთათაგან და დასავალთამდე სიტყჳთა წმიდისათა მოხარულნი ღმრთისა დიდებით.



