გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
უკან

მადლობა გვიღირს ღმრთისა მარადის

2.6 ₾დღგ-ს ჩათვლით
მიწოდება მთელ საქართველოში

სტანდარტული მიწოდება — 2–5 სამუშაო დღე, თბილისში ექსპრეს მიწოდება — 1–4 სამუშაო დღე. 300 ₾-ზე მეტ შეკვეთაზე მიწოდება უფასოა.

გზავნილის წონა
0.07 კგ
ხელმისაწვდომობა
მარაგშია
  • დაცული გადახდაVisa, Mastercard, Apple Pay
  • 14 დღე დაბრუნებისთვისწესებისა და პირობების მიხედვით
  • ნამდვილი ინვოისიQR კოდით შემოწმებადი

აღწერა

ადამიანების უმრავლესობას, თვით მორწმუნეებსაც კი, ვინც გამუდმებით ლოცვით ევედრებიან უფალს, ხშირად ავიწყდებათ მადლობა უთხრან მას, ყველა იმ სიკეთისათვის, რაც აქამდე მოგვანიჭა და მოგვმადლებს კვლავაც ჩვენ: ზოგადად მთელ კაცთა მოდგმას და თითოეულს ცალ-ცალკე. ჩვენგან გაღებული მადლობის ლოცვა თავადვე გვაძლიერებს და გვაახლოებს უფალთან.

გამომცემლობა „ალილოს" მიერ ახლადსატამბული წიგნის სახელწოდება წარმოადგენს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს: „მადლობაი გვიღის ღმრთისა მარადის“.

მასში შეკრებილია წმინდა წერილიდან და მამათა ნაწერებიდან აღებული გამონათქვამები მადლიერების შესახებ. წიგნს ერთვის „სამადლობელი პარაკლისი ყოვლადწმიდისა სამებისა მიმართ“ და „დაუჯდომელი სამადლობელი გალობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ“.

დაე, მადლიერება მარად აღავსებდეს ჩვენს გულებს, რათა ერთობით ვმადლობდეთ ყოველგვარი სიკეთის მომნიჭებელ უფალს.

წიგნის ზომა 14.5/20 სანტიმეტრი

გვედების რაოდენობა 80

შეძენის პირობები

მსგავსი პროდუქტები

ყველა ნივთი თაროდან «წიგნები» →