ხელნაკეთი ბიზანტიური ხატი: წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელის, გაბრიელისა და რაფაელის კრება.
მთავარანგელოზები მიქაელი, გაბრიელი და რაფაელი ღვთის მაცნეები არიან ადამიანის დასაცავად. წმინდა წერილში ხშირად გვხვდება მთავარანგელოზთა გამოცხადება და მათი მფარველი საქმეები ადამიანთა სასიკეთოდ.
მთავარანგელოზი მიქაელი ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას შეეწია, მომავალში კი სწორედ ის გამოაცხადებს მეორედ მოსვლას. მთავარანგელოზი გაბრიელი მესიის მოსვლას აუწყებს, ლუკას სახარებიდან კი ვიგებთ, რომ ის ქალწულ მარიამს იესო ქრისტეს შობას ახარებს.
მთავარანგელოზმა რაფაელმა ღვთისგან კურნების მადლი მიიღო.
მთავარანგელოზთა კრებულის ტროპარი
ზეცისა მჴედრობათა მთავარ-ანგელოზნო, გევედრებით უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უჴორცოჲსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ჴელ-აღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გჳჴსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.
ხატი „წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელის, გაბრიელისა და რაფაელის კრება“ ბიზანტიური ხელოვნების ზუსტი ასლია. გამოცდილი ოსტატები მას ოქროთი ბეჭდვის მეთოდით ქმნიან: ფონი 22-კარატიანი ოქროს ხატწერის ფურცლებით დეტალურად იფარება.
საბოლოო დამუშავებისას ხატი პერიმეტრზე მუქი წითლით იღებება და სპეციალური ლაქით იპრიალება, რათა ბზინვარება შეინარჩუნოს.
იგი იწარმოება ბრტყელ ან ჩაღრმავებულ ხის ფუძეზე და კედელზე დასაკიდებლად არის მორგებული.