ხელნაკეთი ბიზანტიური ხატი: წმინდა სვიმეონი ღვთისმიმრქმელი.
წმინდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა და მართალი კაცი იყო. სული წმინდისგან მას გამოცხადებული ჰქონდა, რომ სიკვდილამდე მესიას იხილავდა.
უფლის მირქმისას წმინდა სვიმეონმა იესო ქრისტე ხელში აიყვანა და ღმერთს მიმართა: „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისა შენისაებრ მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი ... ნათელი გამოსაცხადებელად წარმართთა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა“.
წმინდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელმა ღვთისმშობელსაც აუწყა ის მწუხარება, რომელსაც იესო ქრისტეს ვნებისას განიცდიდა.
ტროპარი
გიხაროდენ, მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან აღმობრწყინდა მზჱ სიმართლისაჲ, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი ბნელსა შინა მყოფთაჲ. იშუებდ შენცა, მოხუცებულო მართალო, რომელმან შეიწყნარე მკლავთა შენთა შინა განმათავისუფლებელი სულთა ჩუენთაჲ, რომელმან მოგუანიჭა ჩუენ აღდგომაჲ.
ხატი „წმინდა სვიმეონი ღვთისმიმრქმელი“ ბიზანტიური ხელოვნების ზუსტი ასლია. გამოცდილი ოსტატები მას ოქროთი ბეჭდვის მეთოდით ქმნიან: ფონი 22-კარატიანი ოქროს ხატწერის ფურცლებით დეტალურად იფარება.
საბოლოო დამუშავებისას ხატს კიდეებზე მუქი წითელი ფერი ესმება და სპეციალური ლაქით პრიალდება, რომ ბზინვარება შეინარჩუნოს.
იგი იწარმოება ბრტყელ ან ჩაღრმავებულ ხის ფუძეზე და კედელზე დასაკიდებლად არის მორგებული.