ხელნაკეთი ბიზანტიური ხატი: წმინდა მაკრინა, წმინდა ბასილი დიდის და.
წმინდა მაკრინა კაპადოკიის კესარიაში დაიბადა ბასილი უფროსისა და ემელიას ქრისტიანულ ოჯახში. დანიშნულის სიკვდილის შემდეგ წმინდა მაკრინამ თავი რწმენას მიუძღვნა, რომელსაც უმცროს ძმებს — წმინდა ბასილი დიდსა და წმინდა გრიგოლ ნოსელს — ასწავლიდა.
დედასთან ერთად ის პონტოს ერთ მონასტერში განმარტოვდა, საიდანაც მოწყალების მნიშვნელობას ქადაგებდა და წმინდა წერილს გულმოდგინედ სწავლობდა.
წმინდა მაკრინა 379 წელს აღესრულა.
წმინდა მაკრინას ტროპარი
შენ შორის, დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ჴორცთაჲსასა, ვითარცა წარმავალისა, ხოლო ღუაწასა სულისასა, ვითარცა უკუდავისა არსებისასა; ამისთჳს ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, წმიდაო დედაო მაკრინა.
ხატი „წმინდა მაკრინა“ ბიზანტიური ხელოვნების ზუსტი ასლია. გამოცდილი ოსტატები მას ოქროთი ბეჭდვის მეთოდით ქმნიან: ფონი 22-კარატიანი ოქროს ხატწერის ფურცლებით დეტალურად იფარება.
საბოლოო დამუშავებისას ხატი პერიმეტრზე მუქი წითლით იღებება და სპეციალური ლაქით იპრიალება, რათა ბზინვარება შეინარჩუნოს.
იგი იწარმოება ბრტყელ ან ჩაღრმავებულ ხის ფუძეზე და კედელზე დასაკიდებლად არის მორგებული.