სალბი ფასეული საშუალებაა ცხელებითი ბოდვისა და ნერვული აგზნების დროს, რომელიც ხშირად ახლავს ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებებს. მას, როგორც სამკურნალო საშუალებას, მცირე და ხშირად განმეორებული დოზებით იძლევიან, დიდი სახელი აქვს. ძალიან სასარგებლოა, როგორც მასტიმულირებელი ტონიკი კუჭისა და ნერვული სისტემის სისუსტისა და საერთოდ მონელების სისუსტის დროს. სასარგებლო წამლად ითვლება მუცლის ტიფის დროს და სარგებელი მოაქვს ნაღვლის ჭარბი გამოყოფის, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების, ფილტვიდან ან კუჭიდან სისხლდენის, სურდოს, ასევე ყელის ტკივილის, ანგინის, წითელას, სახსრების ტკივილის, ლეთარგიისა და დამბლის დროს. მას იყენებდნენ ჭლექის დროს ჭარბი ოფლიანობის შესაკავებლად და სასარგებლოა მენსტრუაციის მასტიმულირებლად. ძლიერი ნაყენის ერთი ჭიქა ნერვული თავის ტკივილის შემსუბუქებას უწყობს ხელს.
თვისებები: რკინით მდიდარია, სავსეა ანტიოქსიდანტებით, ხელს უწყობს მონელებას და იცავს საჭმლის მომნელებელ სისტემას, სასარგებლოა გაციებისა და სხვა სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობისას, სიცხეს აგდებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამშვიდებს მსუბუქ შფოთვას, ძილის განსაკუთრებული შემწეა.
მომზადება: ერთი კოვზი სამონასტრო სალბი 1,5 ლიტრ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ და 6–8 წუთით დააყოვნეთ. დალიეთ თითო ჭიქა ჩაი ყოველ დილით, შუადღით და საღამოს, ჭამის წინ!