14 ნოემბერი კვირა
ძველი სტილით — 1 ნოემბერიდღეს
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.
ხსენება — სინაქსარის მიხედვით
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- წმიდანი უვერცხლონი მკურნალნი კოზმა და დამიანე, რომელნი იყვნენ ასიით და დედა მათი ღირსი თეოდოტია (III)›
- მღვდელმოწამე იოანე ეპისკოპოსი და იაკობ ხუცესი, სპარსეთს წამებული (+დაახლ. 345)›
- წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა (IV)›
- წმიდა მოწამე ერმინინგელდი, გუთების უფლისწული (+586)›
- წმიდა მოწამენი: კესარიოსი, დასიოსი და მათ თანა ხუთნი მოწამენი (VII)›
- წმიდანი ათონელნი ღირსმოწამენი: იაკობი და მოწაფენი მისნი - ბერდიაკონი იაკობი და დიონისე მონაზონი (+დაახლ. 1520)›
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
გულმოდგინედ იკითხე საღმრთო წერილი და ამით აღმოფხვრი შენში არაწმიდებას (ანუ წმიდა წერილის კითხივთ უნდა განდევნო შენგან არაწმიდა ზრახვები და უჯერო ფიქრები).
ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან
ყველა ხატი →ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain






