14 აპრილი ოთხშაბათი
ძველი სტილით — 1 აპრილიდღეს
ღირსი მამა იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი - სალოსი, თამარ მეფის თანამედროვე(XIII)
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.
ხსენება — სინაქსარის მიხედვით
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსი მამა იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი - სალოსი, თამარ მეფის თანამედროვე(XIII)›
- ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი (+522)›
- მოწამე გერონტი და ვასილიდი (III)›
- ღირსი მაკარი (+დაახლ. 830)›
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 10ფსალმუნნი 70–76›
- ცისკარზე · კათიზმა 11ფსალმუნნი 77–84›
- მწუხრზე · კათიზმა 12ფსალმუნნი 85–90›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
თუ შენი თანდასწრებით, ვინმე განიკითხავს ახლობელს, უთხარი მას: „შეჩერდი ძმაო, მე ყოველდღე ვვარდები მძიმე ცოდვებში: მე როგორ უნდა განვიკითხო სხვა?“ ასეთი წამლით შენ განკურნავ შენს თავსაც და იმასაც, რომელიც შენთან განიკითხავს სხვას.
— წმიდა იოანე კიბისაღმწერელი · #
ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან
ყველა ხატი →ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain










