გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ხატი: წმიდა მოციქულნი: სოსთენი, აპოლო, კეფა, ტვიქიკე, ეპაფროდიტე, კესარიოსი და ონისიფორე - სამოცდაათთაგანნი (I)
ხატი: Unknown author · Public domain
იხსენიება 8 დეკემბერი · 21 დეკემბერი ახ. სტ.

წმიდა მოციქულნი: სოსთენი, აპოლო, კეფა, ტვიქიკე, ეპაფროდიტე, კესარიოსი და ონისიფორე - სამოცდაათთაგანნი (I)

წმიდა მოციქულნი: სოსთენი, აპოლო, კეფა, ტვიქიკე, ეპაფროდიტე, კესარიოსი და ონისიფორე, სამოცდაათთაგანნი, თორმეტი მოციქულის არჩევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თავად უფალმა იესო ქრისტემ გამოარჩია და სახარების სიტყვის საქადაგებლად გაგზავნა (ლკ. 10, 1-24). შემდგომში ყველა მათგანი, გარდა ონისიფორესი, მშვიდობით მიიცვალა. ეკლესია სოსთენს, კეფას, კესარიოსსა და ეპაფროდიტეს 30 მარტსაც იხსენიებს და ცნობები მათ შესახებ ამ დღის საკითხავებშია ჩართული. წმიდა ტვიქიკე - პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი - მცირე აზიელი იყო. მოციქულთათავის პირველი პყრობილების დროს მისი ეპისტოლეები სწორედ ტვიქიკემ ჩაუტანა ეფესელებსა და კოლასელებს.

წმიდა ონისიფორემ მოციქულებრივი ღვაწლი ქალაქ პარიაში, ეფესოს მახლობლად მოწამეობრივად დაასრულა (მის შესახებ იხილეთ 7 სექტემბრის საკითხავებში).

ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →