
წმიდა მოწამენი: ტიმოთე, აღაპი, თეკლე (+დაახლ. 304)
Это житие есть на русском языке →This life is also in English →წმიდა მოწამენი ტიმოთე, აღაპი და თეკლე 304 წელს ეწამნენ. წმიდა ტიმოთე პალესტინის კესარიის ქალაქ ღაზაში დაიბადა. მან შეისწავლა საღმრთო წერილი და თავისი ქადაგებით მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის წლებში ნეტარი მარტვილი შეიპყრეს და მმართველი ურბანოსის სამსჯავროზე წარადგინეს. წმიდა მოწამე სასტიკად აწამეს, ბოლოს კი, როცა მის მოუდრეკლობაში დარწმუნდნენ, ცეცხლში შეაგდეს და დაწვეს.
იმავე ქალაქში და იმავე წელს ეწამნენ ქრისტესთვის წმიდა აღაპი და თეკლა. ისინი მტარვალებმა ველურ მხეცებს დააგლეჯინეს.



