გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ხატი: წმიდა ნიფონტ ათონელი (XIV)
ხატი: karibche.ge
იხსენიება 14 ივნისი · 27 ივნისი ახ. სტ.

წმიდა ნიფონტ ათონელი (XIV)

ღირსი ნიფონტ ათონელი ხუცესის შვილი იყო და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდანს მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ სრული მდუმარებისა და მეუდაბნოობის ღვაწლის წყურვილმა ათონის წმიდა მთაზე მიიყვანა, სადაც მრავალი წლის მანძილზე მოსაგრეობდა ღირს მაქსიმე კავსოკალივიტთან (ხს. 13 იანვარს) ერთად. ღირსი ნიფონტი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სასწაულთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭით შორს გაითქვა სახელი.

ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →