გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ხატი: წმიდა მოწამე ევლოგი
ხატი: karibche.ge
იხსენიება 5 მარტი · 18 მარტი ახ. სტ.

წმიდა მოწამე ევლოგი

წმიდა მოწამე ევლოგი წარმოშობით პალესტინელი იყო, წარმართი მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მწირობა დაიწყო: დადიოდა მთელ პალესტინაში, ქადაგებდა და წარმართებში ქრისტეს რწმენას ავრცელებდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს.

ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →