გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ნეემიათავი 4

17 მუხლი · ≈ 3 წთ

1რაჟამს ესმა სანაბალატს და ტობიას და არაბიელთა, ამონელთა, ვითარმედ მარჯვე იქმნა შენება ზღუდეთა იერუსალემისათა, და ვიწყეთ თჳთვეულად ადგილთა საქმისა მის გამოჩინებად, ბოროტ-უჩნდა წინაშე მათსა

2და შეკრბეს ყოველნი ერთბამად მოსლვად და ბრძოლად იერუსალემსა

3და ვილოცევდით უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, დავადგინეთ მჴუმილავნი ჩუენ ზედა დღისი და ღამე პირისაგან მტერთასა.

4და თქუეს კაცთა ურიასტანისათა: ვერ შეუძლოთ ესრეთ ბრძოლად და შენებად, არამედ რომელთამე ყონ ბრძოლა შეჭურვილთა და რომელთამე ყონ შენებაჲ.

5და თქვეს რომელნი-იგი მაჭირვებდეს ჩუენ: არა ვაცნობოთ და არცა ვაუწყოთ მათ, ვიდრე თჳთეულად ადგილთაგან თჳსთა აღდგენ და მოვიდენ შორის მათსა, და მოვსწყვიდნეთ იგინი და დავაყდუნოთ საქმე მათი.

6და იყო, რაჟამს მოვიდეს ჰურიანი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ადგილად, და მეტყოდეს ჩუენ: ნუუკუე გამოჴდენ ყოველთა ადგილთაგან ჩუენ ზედა.

7და დავადგინნეთ ქვეაღრე ადგილთა მათ უკანა ზღუდესა მას სართულსა ქვეშე და დავადგინნე კაცნი ჭურვილნი და ლახროსანნი და მშჳლდოსანნი.

8და მე აღვდეგი და ვეტყოდე კაცთა მათ, რომელნი განმზადებულნი და განკრძალულნი დგეს, ერისთავთა მათთა და მათცა, რომელნი-იგი ადგილ-ადგილ ჴუმილვიდენ; ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, მოიჴსენეთ ღმერთი ჩუენი დიდი და საშინელი, და ჰბრძვეთ ძმათა თქუენთათჳს და ძეთა თქვენთათჳს, ცოლთა თქვენთათჳს და ასულთა თქუენთათჳს და სახლთა თქვენთათჳს

9და იყო, რაჟამს ესმა მტერთა მათ ჩუენთა, ვითარმედ გულისჴმა-ვყავით და განკრძალულნი განვემზადენით ბრძოლად, განაქარვა ღმერთმან ზრახვა მათი და ჩუენ ყოველნი მოვიქეცით შენებად ზღუდისა მის, კაცად-კაცადი საქმედ თჳსად.

10და იყო, მიერ დღითგან ზოგნი განწესებულ იყვნეს საქმესა, ზოგნი ჭურვილნი იყუნეს წინაშე პირსა მტერთასა, და ლახვარი, ფარი და მშჳლდ-ჴელთა შინა მათთა. და დგიან განმზადებული კაცი თჳთოეულად ზოგად ძმისა თჳსისა.

11რომელი-იგი აშენებნ ზღუდესა მას, და არნ ჟამი, შეეწევინ ძმასა თჳსსა და აქუნ ერთითა ჴელითა საჭურველი თჳსი, და ერთითა ჴელითა მისცემდა ძმასა თჳსსა ქვასა ანუ თიჴასა.

12რომელი-იგი აშენებდეს, აქვნდა კაცად-კაცადსა ჴმალი თჳსი წელთა თჳსთა და საბარკული ბარკალსა თჳსსა და ეგრეთვე აღაშენებდეს ზღუდეთა იერუსალემისათა, რომელნი-იგი ჰბერვიდეს ნესტუსა რქისასა, დგეს მახლობელად მათსა.

13და ვარქუ კაცთა მათ, რომელნი იყვნეს ჭურვილად და განმზადებულ და მთავართა მათთა: საქმე ესე დიდ არს და ფართო და ჩუენ განვბნეულ ვართ შენებასა ამის ზღუდისასა და შორს ვართ კაცად-კაცადი ძმისაგან თჳსისა.

14აწ დავადგინნეთ ადგილ-ადგილად კაცნი, რომელნიღა ჰბერვიდენ ნესტუებსა, რაჟამს გესმეს ჴმა ნესტჳსა მის რქისა, და მუნ მოკრბენ ყოველნი, და ღმერთი ჩუენი ჰბრძოდის ყოველთა მტერთა ჩუენთა ჩუენ წილ მარადის.

15და ზოგნი იგი იქმოდეს და ზოგთა მათ აქუნდა ჭური თჳსი განმზადებული გამობრწყინვებითგან ცისკრით ვიდრე აღმოსლვადმდე ვარსკულავთა.

16და ვარქუ კაცთა მათ ერისათა: მოვედით და დავიმკჳდროთ შორის ქალაქსა იერუსალემსა, ღამე მჴუმილნი დავადგინნეთ გარემო ჩუენსა, და დღისი ვიქმოდით.

17და ვდეგთ მე და კაცნი იგი, რომელნი გარემო ჩემსა მცვიდეს მე, და არავინ ჩუენგანი განიცარცვის, და არცა საჭურველი განჰყუნის.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →