მალაქია წინასწარმეტყველითავი 3
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1აჰა, გამოვავლინო ანგელოზი ჩემი და მოიხილოს გზაჲ პირისა ჩემისაჲ. და მეყსა შინა მოვიდეს ტაძრად თჳსსა უფალი, რომელსა თქუენ ეძიებთ და ანგელოზი აღთქმისაჲ, რომელი თქუენ გნებავსყე. აჰა, მოვალს, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
2და ვინ დაითმინოს დღე შემოსლვისა მისისა, ანუ ვინ დაუდგეს გამოცხადებასა შორის მისსა? მით, რამეთუ შემოვიდეს იგი, ვითარცა ცეცხლი სადნობელისაჲ და ვითარცა მდელოჲ მრცხელთაჲ?
3და დაჯდეს დნობად და განწმედად ვითარცა ოქროსა და ვეცხლსა და გამოწმიდნეს ძენი ლევისნი და შთაასხნეს იგინი ვითარცა ოქროჲ და ვითარცა ვეცხლი და ყვნენ უფლისა შემწირველ მსხვერპლსა სიმართლისა მიერ.
4და სთნდეს უფალსა მსხუერპლი იუდაჲსი და იერუსალჱმისაჲ, ვითარცა დღენი საუკუნოჲსანი და ვითარცა წელიწადნი წინაპარნი.
5და მოვიყუანნე თქუენდამი მსჯავრისა მიერ და ვიყო მე მოწამე მსწრაფლ მწამლველთა ზედა, და მემრუშეთა ზედა, წამლვათა ზედა, და მრუშებათა ზედა, და მფუცავთა ზედა სახელისა ჩემისათა, ცრუსა ზედა, და დამაკლებელთა ზედა სასყიდელსა მოსასყიდლისასა, და მძლავრთა ზედა ქურივთასა, და დამქენჯნელთა ობოლთასა და განმდრეკელთა მსჯავრსა მწირისასა, და არმოშიშთა ჩემთა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
6მით, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და არა ვიცვალები, და თქუენ ძენი იაკობისნი.
7არ განეყენებით ცოდვათაგან მამათა თქუენთაჲსა, მისდრიკენით საშჯულონი ჩემნი და არ დაიმარხენით. მოიქეცით ჩემდა და მოვიქცე თქუენდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი და სთქუთ: რაჲთა მოვიქცეთ?
8უკეთუ ეცრუოს კაცი ღმერთსა? მით, რამეთუ თქუენ მეცრუენით მე, და სთქუთ: რაჲთა გეცრუეთ შენ? რამეთუ ათეულის ზედანი და დასაბამნი თქუენ თანა არიან.
9და უგულებელსმყოფელნი უგულებელს-ჰყოფთ თქუენ და თქუენ ჰმწიხნელობთ ჩემდამო.
10წელწადი დასრულდა და შეიხუენით ყოველნი ნაყოფნი საუნჯეთა მიმართ, და არს ნატაცები სახლთა შინა თქუენთა. მოიქეცით უკუე ამისგან, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, უკუეთუ არა განგიხუნე თქუენ საქანელნი ცისანი მოგფინო თქუენ კურთხევაჲ ჩემი, ვიდრე კმაჲ ყოფამდე?
11და დაგაწესნე თქუენ ჭამად მიმართ და არა განგიხრწნა თქუენ ნაყოფი ქუეყანისაჲ და არა მოუძლურდეს ვენაჴი თქუენი, ანუ ველსა შორის, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.
12და გნატრიდენ თქუენ ყოველნი წარმართნი მით, რამეთუ იყვნეთ თქუენ ქუეყანაჲ ნებებითი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
13და სთქუთ: რაჲ ძჳრვსიტყუეთ ძჳნად შენდა, - იტყჳს უფალი,
14სთქუთ: რაჲ ამაო არს მმონებელი ღმრთისაჲ და რაჲ უმეტესი, რამეთუ დავიცვენით დასაცველნი მისნი და რამეთუ ვიდოდეთ მრწემნი წინაშე პირსა უფლისასა, ყოვლისა მპყრობელისასა.
15და აწ ჩუენ ვჰნატრით უცხოთა. და აღეშენებიან მოქმედნი უსჯულოთანი და წინა აღუდგეს ღმერთსა და ცხონდეს.
16ამათ ძჳრ-სიტყჳდეს მიშიშნი უფლისანი თითოეული მოყუსისა მიმართ თჳსსა. და მიიხილა უფალმან და შეისმინა. და დაწერა წიგნი მოსაჴსენებელისაჲ წინაშე მისსა, მოშიშთა უფლისაჲთა და მკრძალავთა სახელისა მისისათა.
17და იყვნენ ჩემდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - დღედ მიმართ, რომელსა ყოფილ იყოს მოურნედ და უყუაოდეს მას ვითარსახედ უყუავინ კაცი ძესა თჳსსა მსახურეულად მისსა.
18და მოიქეცით და იხილეთ საშუალ მართლისა და საშუალ უსჯულოჲსა, და საშუალ მსახურისა ღმრთისაჲსა და არმსახურისა.
19მით, რამეთუ, აჰა, დღე მოვალს უფლისაჲ შემწუელი ვითარცა თორნე და აღაგზნნეს იგინი და იყვნენ ყოველნი სხუა ნათესავნი და ყოველნი მოქმედნი უსჯულოთანი ლელწამი, და აღანთნეს იგინი მომავალმან დღემან, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და არა დაშთეს მათი ძირი, არცა რტოჲ.
20და აღმოგიბრწყინდეს თქუენ მოშიშთა სახელისა ჩემისათა მზე სიმართლისა და კურნებაჲ შორის ფრთეთა მისთა. და გამოხჳდეთ და სტულობდეთ და ჰკრთებოდით, ვითარცა ზუარაკნი ჴსნილნი საკრველთაგან.
21და დასთრგუნვიდეთ უსჯულოთა და იყვნენ ნაცარ ქუეშე ფერჴთა თქუენთა დღესა შინა, რომელსა მე ვჰყოფ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.
22მოიჴსენეთ შჯული მოსესი, მონისა ჩემისაჲ, ვითარ-იგი ვამცენ მას ქორებს შინა ყოვლისა მიმართ ისრაჱლისა ბრძანებანი და სამართალნი.
23და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისაჲსა დიდსა და განჩინებულსა,
24რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის.



