გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
უკან

ათონის მთის ისიქასტური და სამოღვაწეო გარდამოცემიდან II ტომი

22 ₾დღგ-ს ჩათვლით
მიწოდება მთელ საქართველოში

სტანდარტული მიწოდება — 2–5 სამუშაო დღე, თბილისში ექსპრეს მიწოდება — 1–4 სამუშაო დღე. 300 ₾-ზე მეტ შეკვეთაზე მიწოდება უფასოა.

გზავნილის წონა
0.6 კგ
ხელმისაწვდომობა
მარაგშია
  • დაცული გადახდაVisa, Mastercard, Apple Pay
  • 14 დღე დაბრუნებისთვისწესებისა და პირობების მიხედვით
  • ნამდვილი ინვოისიQR კოდით შემოწმებადი

აღწერა

ათონის წმინდა მთა თავისი არსებობის მანძილზე უხვად ფლობს საღმრთო მადლს. მთაწმინდამ ჩამოაყალიბა საკუთარი ცხოვრებისა და მოქალაქობის წესი, რომლის მიხედვითაც უამრავი წმინდანი ცხოვრობდა და რომელმაც ჩვენამდე უწყვეტი გარდამოცემის სახით მოაღწია. სწორედ ეს საღმრთო გარდამოცემაა მაცოცხლებელი ძალა თანამედროვე მონაზვნური ცხოვრებისა.

გამომცემლობა „ალილომ" დასტამბა უმნიშვნელოვანესი ნაშრომი, რომელსაც ეწოდება „ათონის მთის ისიქასტური და სამოღვაწეო გარდამოცემიდან", ტომი მეორე.

ნაშრომი წმინდა მთის მოღვაწეთა ცხოვრებასა და სიტყვებზე მოგვითხრობს.

წიგნი შეადგინა მღვდელ-მონაზონმა ექვთიმემ, ნათარგმნია ბერძნული ენიდან და მოიცავს

1. მამათა გამონათქვამებს _ ანბანურად დალაგებულს;

2. წმინდა პაისი ათონელის შეგონებებს, რომლებიც ძირითადად პატერიკების სახითაა წარმოდგენლი.

3. თანამედროვე მამათა მონათხრობებს გარდასული ჟამის ათონის უდიდეს მოღვაწეებზე.

ვიმედოვნებთ, რომ წიგნი დიდად ანუგეშებს თანამედროვე მონაზვნებსა თუ ღვთისმოსავ ქრისტიანებს. ღმერთი შეეწიოს ყველა მოღვაწეს ამ საღმრთო და ტკბილ გზაზე.

შეძენის პირობები

მსგავსი პროდუქტები

ყველა ნივთი თაროდან «წიგნები» →