გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
უკან

ბიბლია ტყავის ყდაში (ჩასაბრძანებელი ხის ყუთით)

520 ₾დღგ-ს ჩათვლით
მიწოდება მთელ საქართველოში

სტანდარტული მიწოდება — 2–5 სამუშაო დღე, თბილისში ექსპრეს მიწოდება — 1–4 სამუშაო დღე. 300 ₾-ზე მეტ შეკვეთაზე მიწოდება უფასოა.

გზავნილის წონა
7.8 კგ
ხელმისაწვდომობა
მარაგშია
  • დაცული გადახდაVisa, Mastercard, Apple Pay
  • 14 დღე დაბრუნებისთვისწესებისა და პირობების მიხედვით
  • ნამდვილი ინვოისიQR კოდით შემოწმებადი

აღწერა

წიგნის მონაცემებია:

წიგნის ზომაა 24.5X32.5 სანტიმეტრი

გვერდების რაოდენობა 1724 გვერდი

ტყავის ყდა ჭედურობით არის გამშვენებული

წიგნი დაბეჭდილია ბიბლიის ქაღალდზე

ფერადი ბეჭდვა, ხატები ოქროთია გამშვენებული

ბიბლიის ახალი გამოცემა ყოველმხრივ ორიგინალურია: როგორც ტექსტის სამეცნიერო და საეკლესიო ღირებულებით, ასევე მხატვრული თვალსაზრისით.

„ღმერთმა აკურთხოს ბიბლიის ძველი ქართული ტექსტის გამომცემელნი და ყოველნი ამ საღვთო საქმისთვის დამაშვრალნი.“

ამგვარად დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ის ადამიანები, ვინც თავდადებულად იღვაწეს ბიბლიის სრული ძველ ქართული ტექსტის დადგენაზე და შემდეგ გამოცემაზე - სწორედ იმ არაჩვეულებრივი სახით, რომელიც დღეს საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა „ალილოს“ ძალისხმევით შეიძინა ჩვენმა ეკლესიამ, როგორც უდიდესი განძი.

ტექსტზე წლების განმავლობაში მუშაობდა ცნობილი ფილოლოგი და თეოლოგი ედიშერ ჭელიძე, ხატები საგანგებოდ ბიბლიისთვის დაწერა ხატმწერმა თემურ ყაზახაშვილმა, ტექსტი ორნამენტებით გაამშვენა ქრისტინე ბურჯანაძემ.

პოლიგრაფიულად „ბიბლია“ უმაღლესი ტექნოლოგიით და საუკეთესო მასალებით შესრულდა. ტყავის ყდას ამკობს ორიგინალური ჭედურობა, რომლის ესკიზები საგანგებოდ ამ წიგნისთვის შეიქმნა.

ხატები მაღალტექნოლოგიურადაა დამუშავებული და ფონად მოსდევს ფენილი ოქრო. წიგნი დაბეჭდილია საგანგებოდ ბიბლიისთვის განკუთვნილ საუკეთესო ხარისხის ქაღალდზე.

უწმინდესი პატრიარქის მილოცვა დამოწმებულია მისი პირადი ხელრთვით, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ჩვენი გამოცემისთვის შეასრულა.

წიგნი დაბეჭდილია მცირე ტირაჟით. თითოეულ ეგზემპლარს მოსდევს სახელობითი გრაგნილი, რომლშიც აღნიშნული იქნება მფლობელის ვინაობა.

დაე, ქრისტესმიერი სიხარულით აღივსოს „ბიბლიის“ თითოეული მფლობელის გული

და ღვთიური სინათლით გაბრწყინდეს.

შეძენის პირობები

მსგავსი პროდუქტები

ყველა ნივთი თაროდან «წიგნები» →