გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
უკან

ათონის მთა-მთაწმიდა II ტომი

15.5 ₾დღგ-ს ჩათვლით
მიწოდება მთელ საქართველოში

სტანდარტული მიწოდება — 2–5 სამუშაო დღე, თბილისში ექსპრეს მიწოდება — 1–4 სამუშაო დღე. 300 ₾-ზე მეტ შეკვეთაზე მიწოდება უფასოა.

გზავნილის წონა
0.6 კგ
ხელმისაწვდომობა
მარაგშია
  • დაცული გადახდაVisa, Mastercard, Apple Pay
  • 14 დღე დაბრუნებისთვისწესებისა და პირობების მიხედვით
  • ნამდვილი ინვოისიQR კოდით შემოწმებადი

აღწერა

გამომცემლობა „ალილომ“ საკუთარ თვზე იტვირთა სრულად, ერთ სერიაში გამოსცეს ათონის მთის შესახებ არსებული ქართულენოვანი მასალა, სამეცნიერო და სასულიერო ჟანრის, ასევე, ისტორიული ტექსტები და ლიტერატურა, რომელიც დიდ დახმარებას გაუწევს პილიგრიმებს.

სერიის სახელწოდებაა ათონის მთა და უკვე გამოიცა ორი ნაწილი.

სერიის მეორე წიგნში შესულია მიხეილ თამარაშვილის ჩანაწერები ათონის წმინდა მთის შესახებ. ასევე მასალები ივირონის მონასტერზე. წერილები თანამედროვე ათონზე მიმდინარე მონაზვნური, სულიერი ცხოვრების შესახებ, წმინდა გრიგო ფერაძის ნაშრომები და ტიმოთე გაბაშვილის ჩანაწერები.

ელენე მეტრეველის, ელდარ ბუბულაშვილის სამეცნიერო ნაშრომები; სხვა სამეცნიერო ნაშრომები. ასევე გაზეთ „დროების“ ფურცლებზე გამოქვეყნებული „ბარათები ათონის წმინდა მთიდან.“

დასტამბვის პროცესშია სერიის მესამე ნაწილი, ხოლო, მეოთხე წიგნი სულ მალე გადაეცემა დასაბეჭდად.

იმედი გვაქვს ქართველი მკითხველი და ეკლესიური საზოგადოება სიხარულით შეხვდება ამ საინტერესო და მნიშვნელოვან წამოწყებას.

შეძენის პირობები

მსგავსი პროდუქტები

ყველა ნივთი თაროდან «წიგნები» →