გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
უკან

ბიბლია ყმაწვილთათვის, ახალი აღთქმა

16.5 ₾დღგ-ს ჩათვლით
მიწოდება მთელ საქართველოში

სტანდარტული მიწოდება — 2–5 სამუშაო დღე, თბილისში ექსპრეს მიწოდება — 1–4 სამუშაო დღე. 300 ₾-ზე მეტ შეკვეთაზე მიწოდება უფასოა.

პროდუქტის კოდი
392
გზავნილის წონა
0.6 კგ
ხელმისაწვდომობა
მარაგშია
  • დაცული გადახდაVisa, Mastercard, Apple Pay
  • 14 დღე დაბრუნებისთვისწესებისა და პირობების მიხედვით
  • ნამდვილი ინვოისიQR კოდით შემოწმებადი

აღწერა

ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ „ალილოსა“ და „ქრონიკონის“ ერთობლივ ორიგინალურ პროექტს „საყმაწვილო ბიბლია“. პროექტი მთლიანად მოიცავს ხუთ წიგნს, ამჯერად უკვე დასტამბულია და მკითხველს შეუძლია, შეიძინოს „საყმაწვილო ბიბლია — ძველი აღთქმა“ და „საყმაწვილო ბიბლია —ახალი აღთქმა“.

ორივე გამოცემა ერთად წარმოადგენს ბიბლიის, ქრისტიანების წმინდა წიგნის, შინაარსს – მოზარდებისა და ბიბლიით დაინტერესებული პირებისთვის. მათში შესულია ქვეყნიერების ისტორია – შესაქმიდან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს განკაცებისა და ქადაგების ჩათვლით, ვიდრე – მის ამაღლებამდე და მოციქულთა საქადაგებლად გამოსვლამდე.

გამოკვეთილია ეპიზოდები და განმარტებები, რომლებიც განსაკუთრებულად აქტუალურია დღეს – თანამედროვე ქრისტინებისთვის და ქრისტიანობის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.

პროექტში შემავალი წიგნებიდან მესამეა „გარესამყარო“, — მაღალპოლიგრაფიული გამოცემა — ორიგინალური მხატვრობით, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ბიბლიაში ხსნებული, ღვთის მიერ ადამიანებისთვის შექმნილი სამყაროს შემადგენილი ნაწილები, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება; მისი მნიშვნელობა და საღვთისმეტყველო განმარტება. გამოცემა უკვე მომზადებულია და სულ მალე იხილავს მკითხველი.

დანარჩენი ორი წიგნი „ღვთისმსახურება“ და „ეკლესიის ისტორია“ დაასრულებს პროექტს, რომელიც სრულიად მოიცავს, ეკლესიური ცხოვრების ასპექტებს.

რედაქტორი – აკაკი მინდიაშვილი

გამომცემლობა „ალილო“

გამომცემლობა „ქრონიკონი“

მახასიათებლები

ყდის ტიპიმაგარი
გვერდების რ-ბა472
ზომასიგრძე - 21სმ, სიგანე - 16სმ

შეძენის პირობები

მსგავსი პროდუქტები

ყველა ნივთი თაროდან «წიგნები» →