ძველებურად გაფორმებული ბიზანტიური ხის ხატი: წმინდა მოციქული იაკობი, უფლის ძმა.
წმინდა მოციქულ იაკობს „უფლის ძმას“ იმიტომ უწოდებენ, რომ ის იოსების ძე იყო — ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაწინდვამდე შეძენილი — და, შესაბამისად, იესო ქრისტეს ძმა. თავდაპირველად ის ძმის მოძღვრებას არ მისდევდა, მაგრამ ბოლოს ირწმუნა მისი ძალა, როცა აღდგომის შემდეგ უფალი მას გამოეცხადა.
იმ წუთიდან ის ქრისტიანობის გავრცელებას მიუძღვნა თავი და იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემის თანახმად, წმინდა მოციქულმა იაკობმა შეადგინა პირველი საღმრთო ლიტურგია, რომელიც მოგვიანებით წმინდა ბასილი დიდმა და წმინდა იოანე ოქროპირმა გადაამუშავეს.
მისმა სამართლიანმა წინამძღოლობამ, მტკიცე რწმენამ და უფლისადმი მსახურებამ იუდეველები განარისხა და მათ ის სასიკვდილოდ სცემეს.
წმინდა მოციქულ იაკობის ტროპარი
ვითარცა უფლისა მოწაფემან მიიღე, მართალო, სახარებაჲ, ვითარცა მოწამესა გაქუს შეურყეველობაჲ, კადნიერებაჲ — ვითარცა ძმასა ღმრთისასა, და მეოხებაჲ — ვითარცა მღდელთმთავარსა. ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხოვნებად სულთა ჩუენთა.
დაძველების ტექნიკა ხატს ხელით, ზედმიწევნით ფრთხილად ედება და დროის იერს სძენს, გამოსახულება კი მხატვრულ დეტალებს სრულად ინარჩუნებს.
პერიმეტრზე დაძველება უფრო თვალსაჩინოა — გაცვეთილი კიდეები ხატს განსაკუთრებულ იერს აძლევს.
საბოლოო დამუშავებისას ძველებურად გაფორმებული ხის ხატი „წმინდა მოციქული იაკობი, უფლის ძმა“ სპეციალური ლაქით პრიალდება, რათა დროს გაუძლოს.
შენიშვნა: მზა ხატი შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს კატალოგის ფოტოსგან.