ხელნაკეთი ბიზანტიური ხატი: წმინდა მოწამე მავრა.
წმინდა მავრა მეუღლესთან, ტიმოთესთან ერთად ეგვიპტეში ცხოვრობდა ღვთის სიტყვით. როცა წარმართებმა ისინი ადგილობრივ ეპარქოს არიანეს დაასმინეს, მოსთხოვეს, ყველა ქრისტიანული წიგნი ჩაებარებინათ და რწმენა უარეყოთ.
რადგან ორივემ უარი თქვა იესო ქრისტეს უარყოფაზე, სასტიკი წამება გადაიტანეს და ბოლოს ორივე ერთად ჯვარს აცვეს.
კუნძულ ლევკადაზე წმინდა მავრას სახელობის ეკლესია დგას და ყოველწლიურად მორწმუნეთა სიმრავლე მიდის იქ კუნძულის მფარველის კურთხევის მისაღებად.
მოწამეთა ტიმოთესა და მავრას ტროპარი
ტიმოთეს, მორწმუნენო, დღეს პატივი მივაგოთ მავრასითურთ, თანამოღუაწითა და მეუღლითა მისითა, უსარწმუნოესითა სძლითა ქრისტესითა, და ვაქებდეთ მჴნესა მოთმინებასა მათსა, რამეთუ ჯუარცმითა სურვილით შეუდგეს კუალსა მეუფისა თჳსისასა, რომელმან ყოველთა ცოდვანი ჯუარსა მიამსჭუალნა, ოდეს ჩუენთჳს დაიკლა.
ხატი „წმინდა მავრა“ ბიზანტიური ხელოვნების ზუსტი ასლია. გამოცდილი ოსტატები მას ოქროთი ბეჭდვის მეთოდით ქმნიან: ფონი 22-კარატიანი ოქროს ხატწერის ფურცლებით დეტალურად იფარება.
საბოლოო დამუშავებისას ხატი პერიმეტრზე მუქი წითლით იღებება და სპეციალური ლაქით იპრიალება, რათა ბზინვარება შეინარჩუნოს.
იგი იწარმოება ბრტყელ ან ჩაღრმავებულ ხის ფუძეზე და კედელზე დასაკიდებლად არის მორგებული.