გამჭვირვალე ბიზანტიური ხატი: წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე.
წმინდა პეტრე და პავლე იესო ქრისტემ აირჩია მოციქულებად, რათა სახარება ებრაელებისთვისაც და წარმართებისთვისაც ესწავლებინათ.
წმინდა პეტრე გალილეის ბეთსაიდიდან იყო და ხელობით მეთევზე გახლდათ. გენესარეთის ტბასთან, სადაც ის ძმასთან, ანდრიასთან ერთად თევზაობდა, იესო ქრისტეს შეხვდნენ და ერთგულად გაჰყვნენ მას.
წმინდა პავლე წარმართად დაიბადა კილიკიის ტარსუსში, მაგრამ დამასკოსკენ მიმავალს სასწაულებრივად გამოეცხადა იესო ქრისტე და ასე მიიღო ქრისტიანობა.
ისინი ჩვენი ეკლესიის უმთავრესი მოციქულები არიან, რომლებიც თავიანთი მოგზაურობისას ჭეშმარიტებასა და ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ. ორივემ რომში მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე.
ტროპარი
მოციქულთა პირველ-საყდარნო და სოფლისა მოძღუარნო, ყოველთა მეუფესა ევედრენით, რაჲთა მშჳდობაჲ მოანიჭოს სოფელსა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
კონდაკი
მტკიცენი და ღმრთისმეტყუელნი ქადაგნი და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, შეიწყნარენ განსასუენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილი მიითუალე უფროჲს ყოველთა მსხუერპლთა, მხოლოო, რომელმან იცი დაფარულნი გულთანი.
ხატი საუკეთესო ხარისხის ჩამოსხმული ორგანული მინისგანაა დამზადებული: მინის შთაბეჭდილებას ქმნის და ამასთან მოცულობით ფუფუნებას ანიჭებს.
გამჭვირვალე ბიზანტიური ხატი „წმინდანები პეტრე და პავლე“ ლამაზ შეფუთვაში იგზავნება და თანამედროვე, უნიკალური საჩუქარია.