ხელნაკეთი ბიზანტიური ხატი: წმინდა დიდმოწამე გიორგი.
დიდმოწამე წმინდა გიორგი კაპადოკიიდან იყო და რომაულ ჯარში მსახურობდა. მან დიდი სიმამაცე და სითამამე გამოიჩინა, რითაც იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიიპყრო, მაგრამ იმ წლებში ქრისტიანთა დევნას ვერ გაექცა. წმინდა გიორგიმ რწმენა არ უარყო და თავის მოკვეთა მიესაჯა.
მისი ნაწილები დედის ნაწილებთან ერთად ისრაელში, ლოდში გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს. მოგვიანებით ჯვაროსნებმა ისინი დასავლეთში წაასვენეს.
წმინდა გიორგი დიდმოწამე საბერძნეთის ჯარისა და ინგლისის მფარველი წმინდანია. XII საუკუნიდან მოყოლებული იგი ჩვეულებრივ გველეშაპის განმგმირავად გამოისახება — ეს გამოსახულება მრავალგვარად არის გააზრებული.
ტროპარი
ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ჴელის-აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღუაწლით-შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხოვნებად სულთა ჩუენთა.
ხატი „წმინდა დიდმოწამე გიორგი“ ბიზანტიური ხელოვნების ზუსტი ასლია. გამოცდილი ოსტატები მას ოქროთი ბეჭდვის მეთოდით ქმნიან: ფონი 22-კარატიანი ოქროს ხატწერის ფურცლებით დეტალურად იფარება.
საბოლოო დამუშავებისას ხატი პერიმეტრზე მუქი წითლით იღებება და სპეციალური ლაქით იპრიალება, რათა ბზინვარება შეინარჩუნოს.
იგი იწარმოება ბრტყელ ან ჩაღრმავებულ ხის ფუძეზე და კედელზე დასაკიდებლად არის მორგებული.