გამჭვირვალე ბიზანტიური ხატი: წმინდა გიორგი, რომელიც ცხენზე ამხედრებული დრაკონს განგმირავს.
წმინდა გიორგი კაპადოკიიდან იყო და რომაულ ჯარში მსახურობდა. მან დიდი სიმამაცე და სითამამე გამოიჩინა, რითაც იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიიპყრო, მაგრამ იმ წლებში ქრისტიანთა დევნას ვერ გაექცა. წმინდა გიორგიმ რწმენა არ უარყო და თავის მოკვეთა მიესაჯა.
მისი ნაწილები დედის ნაწილებთან ერთად ისრაელში, ლოდში გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს. მოგვიანებით ჯვაროსნებმა ისინი დასავლეთში წაასვენეს.
წმინდა გიორგი საბერძნეთის არმიისა და ინგლისის მფარველია. XII საუკუნიდან მას ჩვეულებრივ გველეშაპის განმგმირავად გამოსახავენ; ამ გამოსახულებას მრავალგვარი განმარტება აქვს.
ტროპარი
ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ჴელის-აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღუაწლით-შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხოვნებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი
ღმრთისა მიერ მოქმედი გამოუჩნდი პატიოსან მუშაკად და შეიკრიბენ თავისა შენისათჳს ძნანი სათნოებათანი, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკი; სისხლითა შენითა იღუაწე და ქრისტე მოიგე; და მეოხებითა შენითა, წმიდაო, ყოველთა მიემადლების შენდობაჲ ცოდვათაჲ.
ხატი საუკეთესო ხარისხის ჩამოსხმული ორგანული მინისგანაა დამზადებული: მინის შთაბეჭდილებას ქმნის და ამასთან მოცულობით ფუფუნებას ანიჭებს.
გამჭვირვალე ბიზანტიური ხატი „წმინდა გიორგი“ ლამაზ შეფუთვაში იგზავნება და თანამედროვე, უნიკალური საჩუქარია.