ხელნაკეთი ბიზანტიური ხატი: წინასწარმეტყველი მოსე.
წინასწარმეტყველი მოსე ეგვიპტეში დაიბადა. დედამ, რომ ფარაონის ბრძანებისგან — ყოველი ახალშობილი ვაჟის მოკვლისგან — ეხსნა, ის კალათით ნილოსზე დატოვა.
ის ფარაონის ასულმა იპოვა და უფლისწულად აღზარდა. ორმოცი წლისამ, როცა შემთხვევით ეგვიპტელი მოკლა, მიდიამის ქვეყანაში გაიქცა და მწყემსი გახდა. იმ წლებში მას ღმერთი გამოეცხადა და დიდი საქმე მიანდო: ისრაელიანთა ფარაონისგან ხსნა.
ეგვიპტის სასჯელთა შემდეგ ისრაელიანები მას გაჰყვნენ, მოსე კი თავისი სასწაულებით იცავდა და ინახავდა მათ. ქანაანის ქვეყნისკენ ხეტიალისას წინასწარმეტყველმა მოსემ მიიღო და მათ გადასცა „ათი მცნება“, რომ მათი რწმენა განემტკიცებინა.
წინასწარმეტყველ მოსეს ტროპარი
წინაჲსწარმეტყუელისა შენისა მოსესი, უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, მისითა მეოხებითა გევედრებით: აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
ხატი „წინასწარმეტყველი მოსე“ ბიზანტიური ხელოვნების ზუსტი ასლია. გამოცდილი ოსტატები მას ოქროთი ბეჭდვის მეთოდით ქმნიან: ფონი 22-კარატიანი ოქროს ხატწერის ფურცლებით დეტალურად იფარება.
საბოლოო დამუშავებისას ხატი პერიმეტრზე მუქი წითლით იღებება და სპეციალური ლაქით იპრიალება, რათა ბზინვარება შეინარჩუნოს.
იგი იწარმოება ბრტყელ ან ჩაღრმავებულ ხის ფუძეზე და კედელზე დასაკიდებლად არის მორგებული.